—

გიორგი ვაშაძე - უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება

36
გიორგი ვაშაძე - უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ…

უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, შესაძლოა მოხდეს.

“სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება და რა ფორმატით იქნება. ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და დავამატოთ ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. შესაბამისად, ეს გზა არსებობს, მე მინდა შეთანხმების გზით სვლა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ცოტა მაინც შევამსუბუქოთ, რომელიც დღეს არის და გადავერთოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე მუშაობაზე თუნდაც გამოვიყენოთ საპარლამენტო მექანიზმები ამისთვის, მაგრამ ამას სჭირდება შეთანხმება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეთანხმებას - არ განვიხილავ, რა თქმა უნდა, რადგან შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მას ბევრმა მხარემ მოაწეროს ხელი და რაც მთავარია ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც გარანტია იმის, რომ აუცილებლად შესრულდება აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ", - განაცხადა ვაშაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →