—

დღეს მარნეულში სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა

190
დღეს მარნეულში სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 6 მარტს, სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება მარნეულის “ატა ჰოლდინგის” სპორტულ ცენტრში ჩატარდა.

დღეს, 6 მარტს, სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება მარნეულის “ატა ჰოლდინგის” სპორტულ ცენტრში ჩატარდა.

InterPress.ge- ს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება მარნეულში ახლად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის „ ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარის თოფიგ აკბაროვის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანია სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა და ახალგაზრდების სპორტისადმი ენთუზიაზმის გაღვივება და გაზრდა.

”დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება 6 აპრილის სპორტის დღეს. დღეს იგი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენ დღეს ამ დღისთვის შევიკრიბეთ. ჩვენს ღონისძიებაზე სპორტსმენები კიკბოქსინგში, ჭიდაობაში, კარატეში, ტაეკვონდოში თავიანთ უნარს გამოავლენენ. ღონისძიების მიზანია სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა და ახალგაზრდების სპორტისადმი ენთუზიაზმის გაღვივება და გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 150 000- ია, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში სპორტით დაკავებული ადამიანების პროცენტული წილი დაბალია. თითოეული ორგანიზატორისგან სპორტის პოპულარიზაციისთვის მხარდაჭერას ველოდებით. ღონისძიებაზე ყველა ასაკის სპორტსმენი თავიანთ უნარებს გამოავლენენ.”- ტოფიგ აკბაროვი, საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარე.

მან ასევე ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა.

”დღეს ჩვენი სპორტული ღონისძიება ორგანიზებულია ახლად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის მიერ არის ორგანიზებული. ორგანიზაციის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და ჩვენს რეგიონში სპორტსმენების დახმარება ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირებში. ამ მიმართულებით მრავალი გეგმები გვაქვს და მათ მომავალში განვახორციელებთ ” - თქვა თოფიგ აკბაროვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →