—

თამარ გაბუნია - უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა

47
თამარ გაბუნია - უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების შეწყვეტა, რადგან ეს ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.

"პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების პროგრამის გაფართოება, როგორც ბიზნეს გარემოში, ისე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა უკვე დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება.

ჯერჯერობით ის ზომები, რომელიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს, მაგრამ ტენდენციები თუ ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების ისევ იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად საზოგადოება დაიცავს უკვე დაწესებულ წესებს და ეს იქნება გარანტია, რომ არ დავუბრუნდეთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →