—

მარინა ენდელაძე - გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს

54
მარინა ენდელაძე - გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს, რადგან პაციენტების რაოდენობა იმატებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების…

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს, რადგან პაციენტების რაოდენობა იმატებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ქვეყანაში ინფიცირების მესამე ტალღა პრაქტიკულად დაწყებულია.

"ლოკალური შეზღუდვები ისედაც იქნება, თუმცა სხვა დანარჩენი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მესამე ტალღას, პრაქტიკულად დაწყებულია, რადგან სამწუხაროდ თითქმის ისეთივე აპრილის თვე დადგა, როგორიც გვქონდა შარშან და ალბათ, კიდევ უფრო მოიმატებს. ინფიცირების დღევანდელი მონაცემები უკვე ძალიან ბევრია და შეზღუდვები გამორიცხული არ არის. მე ვთვლიდი, რომ პიკი არ გვექნებოდა, მაგრამ რაოდენობის მატება მკვეთრად შესამჩნევია, თუმცა ვფიქრობ ვაქცინის არსებობიდან გამომდინარე, მეორე ტალღის რაოდენობამდე მაინც არ მივა ინფიცირების მაჩვენებელი", - განუცხადა Report.ge-ს მარინა ენდელაძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →