—

რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები სააღდგომოდ - ამირან გამყრელიძის განცხადება

86
რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები სააღდგომოდ - ამირან გამყრელიძის განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

რეკომენდაციები მხოლოდ ერთია, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ აღდგომას, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის…

რეკომენდაციები მხოლოდ ერთია, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ აღდგომას, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმი, თუ ამ დროისთვის არსებული მაჩვენებლები შენარჩუნდება, ქვეყანას მკაცრი სააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდება.

"თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 შემთხვევა დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება.

მაგრამ, თუ ეს კლასტერები გამრავლდა და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში.

ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ დიდ სუფრებს, თავშეყრებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს" - ამბობს გამყრელიძე.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →