—

თამარ გაბუნია: ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერ ნამდვილად არ დგას

52
თამარ გაბუნია: ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერ ნამდვილად არ დგას
მოსასმენად დააჭირეთ

ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერ ნამდვილად არ დგას. დღეს მთავარია, ყურადღების გაძლიერება იმ წესების დაცვაზე, რომლებიც მოქმედებს. ეს წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი…

ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერ ნამდვილად არ დგას. დღეს მთავარია, ყურადღების გაძლიერება იმ წესების დაცვაზე, რომლებიც მოქმედებს. ეს წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერ ის შეზღუდვები, რომლებიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია და მთავარია, აღსრულება. ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვებისა და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →