—

სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკას დაეხმარება - ფინანსთა მინისტრი

51
სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკას დაეხმარება - ფინანსთა მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ მოინახულა.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან ერთად, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ მოინახულა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც უწყვეტად განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას.

"საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოვინახულეთ საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ და შევხვდით მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში ბრძოლის წინა ხაზზე 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ როგორც ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ისე ბიზნესოპერატორებს. პანდემიის პირველივე დღიდან განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამ ურთულესი სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის. დღეს ყველაზე მთავარია პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაეროსთან ერთად, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →