—

ამირან გამყრელიძე - უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება

36
ამირან გამყრელიძე - უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა…

უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, იქამდე კი ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარებაა.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა, რომ დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი, პირბადის ტარება, ალბათ დაგვჭირდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →