—

ტიკარაძემ ჩინური ვაქცინის ხარისხის შესახებ ისაუბრა

61
ტიკარაძემ ჩინური ვაქცინის ხარისხის შესახებ ისაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა უკვე შემოსულია, ამ ვაქცინის სანდოობაზე კი მსოფლიოში კითხვები არ ისმის.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა უკვე შემოსულია, ამ ვაქცინის სანდოობაზე კი მსოფლიოში კითხვები არ ისმის.

დღეს 5 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა [NCDC] და ჯანდაცვის მინისტრმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ტიკარაძემ ამ ბრიფინგზე თქვა, რომ შაბათს 3 აპრილს „სინოფარმის“ 100 000 დოზა მიიღო საქართველომ. ეს დოზა, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი.

„უნგრეთის მკაცრი მარეგულირების მხრიდან არის „სინოფარმი“ აღაირებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა დაშვებულიყო საქართველოს ბაზარზე.

40 მილიონ ადამიანზე მეტი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და ავტორიზაციას ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. გვაქვს ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში,“ – აცხადებს ტიკარაძე.

(netgazeti)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →