—

გამყრელიძე: თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

40
 გამყრელიძე: თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები
მოსასმენად დააჭირეთ

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის…

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც. მისი თქმით, საზოგადოებამ არსებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.

„ამისთვის მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში კლასტერების გაჩენას წინ ხალხმრავალი შეკრებები - ქელეხები და ქორწილები უძღოდა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან.

„ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდულია, მაგრამ მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ დაჰყვება ამ შეზღუდვებს. როგორმე გავითავისოთ, რომ თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, უნდა დავიცვათ ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →