—

კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა საქართველოში შემოვა

34
კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა საქართველოში შემოვა
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინა შემოვა.

„კიდევ ერთი ვაქცინა, ჩინური წარმოების „სინოვაკი“ საქართველოში დაახლოებით აპრილის ბოლოს შემოვა. გასულ კვირაში შემოსული „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრშია დასაწყობებული. ამ ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჯანმო გასცემს ავტორიზაციას, რაც აპრილის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ის უკვე ავტორიზებულია დაახლოებით, 40 ქვეყნის მიერ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში განხორციელდება, სადაც ისინი მკურნალობენ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →