—

შრომის ინსპექციამ ბოლო 24 საათში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმა

36
შრომის ინსპექციამ ბოლო 24 საათში სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმა
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმა, ოთხ ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შვიდი სუბიექტი დააჯარიმა, ოთხ ფიზიკურ პირს 2 000-ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს – 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის სამმართველოს ცნობით, მათგან ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კომენდანტის საათის მოქმედების დროს, ასზე მეტი პირის მონაწილეობით, გასართობი ღონისძიებები და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა. კლუბის ტიპის გასართობი სივრცის ფუნქციონირებისას ასევე არ იყო დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესები.

შრომის ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან კოორდინირებულად განაგრძობს საზედამხედველო სამუშაოებს. ინსპექცია აგრძელებს კონტროლს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოქალაქეებს მათი დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“, – აცხადებენ შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის სამმართველოში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →