—

ნიკა მელია - უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი

63
ნიკა მელია - უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი
მოსასმენად დააჭირეთ

უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, მას თავისუფლებისთვის გამოსასყიდს სთხოვენ. „ფართოდ მეღიმება, როდესაც ვიღაც ამბობს „გირაო გადაიხადოს“. გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, პატიმრობა მაქვს შეფარდებული, ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია. გირაოს კი არ ითხოვენ, ხარკსაც კი არ ითხოვენ, კლასიკური გაგებით გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის, ვხალისობ ასეთ ვითარებაზე. რა გამოსასყიდი გადავიხადო?! გამოსასყიდი კი არა, უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად“, - აცხდებს ნიკა მელია.

რაც შეეხება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებს, ნიკა მელიას თქმით, არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება.

„მგონი ეს ამ ქვეყანაში ბავშვსაც კი ესმის. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის. ეს არის სახელმწიფოს სასარგებლოდ ორიენტირებული ბრძოლა, შედეგზე გათვლილი ბრძოლაა და არა ბრძოლა ბრძოლისთვის. ამიტომ, აზრს ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე, სადაც არ იქნება მთავარი - ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს“,- აცხადებს ნიკა მელია.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →