—

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან აქციას მართავენ

41
ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან აქციას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართნენ. ვაკის პარკთან შეიკრიბნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები და მხარდამჭერები; მოძრაობა „სირცხვილია“ და სხვადასხვა ორგანიზაციები – საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კი, თსუ-სთან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ ყველა იმ ჯარიმის გაუქმებას, რომელიც კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოწერილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური გზა არ ადის და ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. მათივე თქმით, პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ე.წ. კომენდანტის საათს დაარღვევენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →