—

ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება

165
ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას…

ოპოზიციას შეიძლება, ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, როდესაც ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„ევროპარლამენტარები ცალსახად მართლები არიან იმ ნაწილში, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მე არ მეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არის, არჩევნები არ ტარდება, პოლიტპატიმრები არსებობენ, ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული, ისეთი მასშტაბის კრიზისია, რომ მარტო ხელახალი არჩევნები განმუხტავს – ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ის ძალა, რომელიც მეცხრე წელია ხელისუფლებაშია.

ოპოზიციას შეიძლება ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება – ლარზე ეკონომიკაზე და დედა რომ აქვს ყველაფერს ნატირები, მაგაზე. ჩვენი მეგობრების პოზიცია უნდა შეუცვალოს. ეს პოზიცია უნდა იყოს არა ისეთი, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ ხელისუფლებას უნდა უთხრან, რომ სასამართლო ასე ააწყოთ და ასეთი მასშტაბის კრიზისი განიმუხტება ხელახალი არჩევნებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში ასახული არ იქნება ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ არჩილ თალაკვაძის მხრიდან გიორგი რურუას გათავისუფლების შეთავაზების შემთხვევაშიც, პარტიები დოკუმენტზე ხელის მოწერას არ დათანხმდნენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.

„ეგეთი რამ არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ მაიმუნობდა, ვირეშმაკობდა, სხვადახვა რაღაცას ამბობდა, მაგრამ რეალურად არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, ხელს არ აწერდნენ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →