—

შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“, არჩევნების შედეგებს აღიარებენ, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან

100
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“, არჩევნების შედეგებს აღიარებენ, მაგრამ პარლამენტში არ შემოდიან
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემთვის ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“. ვგულისხმობ პირველად გირჩს. „გირჩი“ პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებში შედეგებს აღიარებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შემოდან პარლამენტში. ამის არგუმენტაცია ვერ…

ჩემთვის ყველაზე გაუგებარი პოზიცია აქვს „გირჩს“. ვგულისხმობ პირველად გირჩს. „გირჩი“ პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებში შედეგებს აღიარებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შემოდან პარლამენტში. ამის არგუმენტაცია ვერ გამიგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩს“ აკვიატებული აქვს, რომ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი იყოს.

„მათი აკვიატებაა, რომ გინდა თუ არა, იყოს ბუნებრივი ბარიერი, ხოლო ასე თუ არ იქნება, არ ღირს საერთოდ არსებობდეს პარლამენტი. ბუნებრივი ბარიერის გარდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილს უთხრა, რომ „გირჩს“ დასახელებული საკითხის გარდა, მოთხოვნა აქვს, რომ მელია-რურუას საქმეები და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხები იქნას გადაწყვეტილი, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მას პირველად ესმის.

„არ ვიცი, პირველად მესმის, რომ მათი მხრიდან ეს ყოფილიყო დაყენებული, ძირითადად გვესმის ბუნებრივი ბარიერის საკითხი, რასაც ულტიმატუმის სახით ითხოვენ. მათ არჩევნებში სამი პროცენტი მიიღეს და რატომღაც ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც არგუმენტაციის გარეშე მათი იდეა უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვთავაზობთ, შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარი არგუმენტები ჩვენთან, ხალხის წინაშე წარმოადგინონ. როცა გაქვს სამი პროცენტი, ულტიმატუმები არ უნდა დააყენო. მაგრამ შეგიძლია, წარმოადგინო არგუმენტი და თუ კარგია, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →