—

მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ

77
მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც და რეგიონების ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული – რეგიონალური გამოწვევები. თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →