—

მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც

66
მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც
მოსასმენად დააჭირეთ

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პრინციპული წიანააღმდეგობა არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად…

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან პრინციპული წიანააღმდეგობა არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები გადადგას, ამასთან დაკავშირებით მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, ნებისმიერ შემთხვევაში პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საერთაშორისო მეგობრები ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც მკაფიოდ მიუთითებენ.

„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →