—

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

123
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ემინ აბდულაევთან.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ პატარაძემ მიულოცა ემინ აბდულაევს თანამდებობაზე დანიშვნა. საუბრისას, ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონის შესახებ, ხაზგასმით ითქვა, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, გაიმართოს კულტურის სფეროში ორმხრივი უწყებათაშორისი კომისიის შემდგომი რაუნდი, აგრეთვე საუბარი შეეხო კულტურის დღეების ორგანიზების საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

შეხვედრის დასასრულს, ემინ აბდულაევმა მიულოცა ქართველ კოლეგას თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთ ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნული საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →