—

თამარ გაბუნიას- ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა

27
თამარ გაბუნიას- ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევნის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

„ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა ისეთივე ადგილს დაიკავებს ვაქცინაციის პროგრამაში, რაც სხვა ვაქცინებს უკავიათ.

„ამდენად, არჩევანის უფლებაც იგივე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ლიმიტირებულ ფარგლებში, ბუნებრივია. ყველა სხვა წესი, რაც სხვა ვაქცინებზე მოქმედებს, იმუშავებს „სინოფარმისთვისაც“. 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი „სინოფარმის“ სასარგებლოდ. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში“, - განცხადა გაბუნიამ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →