—

ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, აპრილის თვე მოკრძალებულად გავიაროთ, რადგან სააღდგომო დღესასწაულს მშვიდად შევხვდეთ და შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება საჭირო არ გახდეს

10
ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, აპრილის თვე მოკრძალებულად გავიაროთ, რადგან სააღდგომო დღესასწაულს მშვიდად შევხვდეთ და შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება საჭირო არ გახდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა…

ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდა, შესაძლოა, წინასააღდგომოდ სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების დაწესება გახდეს საჭირო.

სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად, გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აუცილებელი რეკომენდაციები დაიცვან.

„დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ კლასტერები, რაც დღეს გვაქვს, თუ გამრავლდა და კორონავირუსის შემთხვევების საყოველთაო შიდა გავრცელება იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია, განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდეგ პერიოდში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →