—

პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის საქმეს აკეთებენ - კობახიძე

71
პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის საქმეს აკეთებენ - კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

პოზნერის საქართველოში ვიზიტს, აპროტესტებდნენ ადამიანები რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და რომლებიც შემჩნეულები არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციებთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"…

პოზნერის საქართველოში ვიზიტს, აპროტესტებდნენ ადამიანები რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და რომლებიც შემჩნეულები არიან ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციებთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, გუშინდელ პროტესტთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია.

"სახელებს, რომ გავყვეთ, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდა ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან "ნაცმოძრაობის" ოფისში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მძიმე განცხადებები ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რასაც გუშინ რუსეთის საქმის მკეთებელი ადამიანები აფრიალებდნენ. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი "აპროტესტებდნენ" რუსეთის მოქალაქის ვიზიტს საქართველოში. გუშინ მარტო პარტიული პროტესტი არ იყო, აქ იყო პოლიტიკური პირები, რომლებიც არიან რუსეთის საქმის გამკეთებლები და პირდაპირ დაკავშირებულები რუსეთთან", - განაცხადა კობახიძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →