—

პაატა იმნაძე - ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რაოდენობა შეზღუდულია, იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს

72
პაატა იმნაძე - ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რაოდენობა შეზღუდულია, იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა , რაც გვაქვს​ ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს​,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმუნიზაცია შედეგს გამოიღებს, როცა იგი დასრულდება. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ეს მოხდება დაახლოებით შემოდგომის ბოლოს, რომ ზამთრისთვის მოსახლეობის უმრავლესობა იყოს იმუნური.

„ვაქცინები იქნება სხვადასხვანაირი, მთავარია, რომ ის ვაქცინები, რომელიც იქნება ქვეყანაში, იყოს სათანადო აღიარების და მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება იყოს დადასტურებული. მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება, რათა მოსახლეობის იმუნური ფენა შეიქმნას.

ჩინური ვაქცინა უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარების პროცესში. მოლაპარაკებები არამარტო „ფაიზერთან“, „ნოვავაქსთანაც“ მიდის. სამწუხაროდ, ეს რაოდენობები შესაძლებელი იქნება წლის მეორე ნახევარში. ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა. ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →