—

საქართველოში ექიმი ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა

79
საქართველოში ექიმი ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

კლინიკა “მედკაპიტალის“ ექიმი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

მან ვაქცინა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

"მედკაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი "ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში" გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს გულ-სისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა.

ჯანდაცვის მინსიტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ფაქტს სწავლობს, თუმცა აცრასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

"რეგულირების სააგენტო იმყოფება ადგილზე, მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მომავალში გვეცოდნება, თუმცა, პირველადი მოკვლევით, აცრასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დასტურდება" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →