—

ტიკარაძე - იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას

38
ტიკარაძე - იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას
მოსასმენად დააჭირეთ

თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება ის რეგულაციები, რაც დღეს კიდევ არის შენარჩუნებული, ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება ვმართოთ. თუ ეს ღონისძიებები დაცული არ იქნება, რისკი იზრდება და შემდეგ…

თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება ის რეგულაციები, რაც დღეს კიდევ არის შენარჩუნებული, ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება ვმართოთ. თუ ეს ღონისძიებები დაცული არ იქნება, რისკი იზრდება და შემდეგ საბჭო იმსჯელებს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, იმისთვის, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდეს, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები უნდა დაიცვან.

„ჩვენ გარკვეული მოწოდებები გვაქვს, თუ რამდენი ადამიანის შეკრებაა დასაშვები და მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ. იმპერატიული შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უარესდება ეპიდსიტუაცია და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეპიდსიტუაციის გაუარესება. იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →