—

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ჭარბად ხისტი ამბიციები ჰქონდა

68
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ჭარბად ხისტი ამბიციები ჰქონდა
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციას ჭარბად ხისტი ამბიციები ჰქონდა და წინაზე მოლაპარაკებები ამან ჩაშალა, ახლა თუ განსხვავებული მიდგომა იქნება, შეთანხმება შესაძლებელი გახდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ…

ოპოზიციას ჭარბად ხისტი ამბიციები ჰქონდა და წინაზე მოლაპარაკებები ამან ჩაშალა, ახლა თუ განსხვავებული მიდგომა იქნება, შეთანხმება შესაძლებელი გახდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - სამართლიანობის პრინციპია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემაზე კონსტრუქციული მიდგომა გვაქვს. ერთადერთი წითელი ხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - სამართლიანობის პრინციპია. ყველაფერი რაც იქნება, სამართლიანობასთან შესაბამისობაში ეს ჩვენს მიერ განხილული იქნება.

თავის დროზე ოპოზიციას ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდათ. ჭარბად ხისტი პოზიციები და ამბიციები ჰქონდათ და ამან ჩაშალა წინაზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში შეთანხმება შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →