—

ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ნიღბის ტარებისკენ

34
ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ნიღბის ტარებისკენ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის…

ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ეს პანდემია დავძლიოთ, ვაქცინაციის პროცესი უნდა გავაგრძელოთ, ძალიან ინტენსიურად უნდა შევიდეთ ამ ფაზაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ის მარტივი წესი, რაც არის ამ პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი – ნიღბის ტარება – უნდა დავიცვათ. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ნიღბის ტარებისკენ, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ ხელი შეუწყო ეკონომიკის გახსნას.

„ჩვენ კოვიდ-პანდემიას და მიმდინარე დინამიკას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა სიტუაციის და ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნას შევუწყვეთ ხელი და დავიწყეთ ეს პროცესი, რესტორნების გახსნა, ბიზნესის გახსნა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →