—

სალომე სამადაშვილი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ

102
სალომე სამადაშვილი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების, არჩევნების თემა და მათი გადაჭრის გზებზე კომპრომისისთვის მზად ვართ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების თემა, არჩევნების თემა, მაგრამ მზად ვართ კომპრომისისთვის იმ გზებზე, თუ როგორ გადავჭრით პრინციპულ საკითხებს, რომლებსაც ოპოზიცია მოლაპარაკებებში აყენებს, – ამის შესახებ…

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების თემა, არჩევნების თემა, მაგრამ მზად ვართ კომპრომისისთვის იმ გზებზე, თუ როგორ გადავჭრით პრინციპულ საკითხებს, რომლებსაც ოპოზიცია მოლაპარაკებებში აყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პუნქტი, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის გეგმა მოიცავს, მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„შეთანხმება სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, პრინციპული საკითხების გარშემო ნებისმიერი კომპრომისული შეთავაზება მედიატორის მხრიდან განვიხილოთ შეთანხმების მიღწევით გზით. თუ ხელისუფლება, მმართველი გუნდი შეძლებს, საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უფრო წინ დააყენონ, ვიდრე საკუთარი სურვილი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, დარწუნებული ვარ, არსებობს შეთანხების შესაძლებლობა.

დღეს ქვეყანაში არის ძალიან მწვავე გამოწვევა სასამართლო სისტემაში კლანის მმართველობის. ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება კომპლექსური რეფორმა. მათ შორის ის, რომ გამოეცალოს კლანს მართვის ბერკეტები და იმ მიდგომით, რომელსაც წლებია, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, თითქოს მოჩვენებით ატარებს რეფორმას და რეალურად ამყარებს კლანის მმართველობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ამიტომაა სასამართლო რეფორმა ნაწილი ამ მოლაპარაკებების, რომელზეც უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია და ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →