—

თეა წულუკიანი: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

40
თეა წულუკიანი: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, თუნდაც ამ უბრალო მიზეზის გამო, ვერავითარ გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელისუფლებასა და…

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, თუნდაც ამ უბრალო მიზეზის გამო, ვერავითარ გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასევე უსაფუძვლოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

„სენატში მოსმენები თუ ნახეთ, იქ გაჟღერდა არა ჩემი, არამედ ამერიკული პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომ ნიკა მელია ციხეში ზის, რადგან დაარღვია კანონი. ასე ვფიქრობთ ჩვენც, ასე იფიქრა ქართველმა მოსამართლემაც. ეს წითელი ხაზი კი არ არის, ეს არის ის, რაზეც საუბარს არავითარი საფუძველი არ აქვს. ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს მრავალჯერ ითქვა. ერთადერთი, რასაც ქვეყნის გარედან ოპოზიციას ყველა მოუწოდებს, არის ის, რომ პარლამენტშია დემოკრატიის ადგილი და დემოკრატიული პროცესებისთვის ფორუმი. მათ ყველა მოუწოდებს, რომ ამ შენობაში შემობრძანდნენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ იმუშაონ“, – განაცხადა წულუკიანმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →