—

კარლ ჰარცელი: დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი

38
კარლ ჰარცელი: დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი
მოსასმენად დააჭირეთ

„მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქედან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა“, - ამის შესახებ…

„მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქედან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ელჩი კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში წინ წაიწიოს. დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი - ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია“, - აღნიშნა ელჩმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →