—

ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში

33
ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში
მოსასმენად დააჭირეთ

მოტივირებულები ვართ, რომ სწრაფად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ეს არის პანდემიის დამარცხება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური…

მოტივირებულები ვართ, რომ სწრაფად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ეს არის პანდემიის დამარცხება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რაც შეიძლება მოკლე დროში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და მოგეხსენებათ, პანდემიამ ეს სექტორი მთელ მსოფლიოში დააზარალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა ქვეყანაში. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლამ საშუალება მოგვცა უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

imedi.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →