—

ამირან გამყრელიძე - ვაქცინის ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს ერთ-ერთ პირველს მისცა, სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ

7
ამირან გამყრელიძე - ვაქცინის ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს ერთ-ერთ პირველს მისცა, სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანი გააკეთოს. სწორედ ამიტომ გამყრელიძე ფიქრობს, რომ…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანი გააკეთოს. სწორედ ამიტომ გამყრელიძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტივობა უნდა გაზარდოს. თუმცა, როგორც გამყრელიძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, საბჭო ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაზე იმსჯელებს.

„65 წელს ზემოთ ვაქცინაციის პროცესი დავამატეთ. სერიოზული მოთხოვნაა ახალგაზრდა ადამიანებისგან აცრებზეც. ამიტომ ახლა რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით. ახლა ორი ვაქცინიდან არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ ადამიანებს.

დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანები მეტად იაქტიურებენ. ამ ეტაპზე ჯგუფების გაფართოება არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ თუ დაგვჭირდება, საბჭო ასაკის გაფართოებაზე იმსჯელებს. ეს ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს მისცა ერთ-ერთ პირველს და ყველა ჩვენგანისთვის სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →