—

როდიდან იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება

32
როდიდან იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება
მოსასმენად დააჭირეთ

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის გახდება შესაძლებელი ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება…

ამირან გამყრელიძემ განმარტა, როდის გახდება შესაძლებელი ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ე.წ. „კომენდანტის საათი“ ვირუსის გავრცელების მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხერხია.

„ზოგადად, „კომენდანტის საათი“ არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება​. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში, აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე „კომენდანტის საათის“ გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →