—

რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

64
რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას…

Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“.

მინისტრის თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა, რამდენსაც ელოდნენ - 29,500, რომელიც 14,000 ადამიანზე გადანაწილდება.

„როგორც იქნა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, ის რაოდენობა, რასაც ველოდით, 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება და ამით ჩვენს მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

24 მარტს საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →