—

გამყრელიძე: "ამ საკითხზე არ გვიმსჯელებია"

31
გამყრელიძე: "ამ საკითხზე არ გვიმსჯელებია"
მოსასმენად დააჭირეთ

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განუცხადა, მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უმსჯელიათ.

„ჯერჯერობით, მსგავსი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - ორი თუ სამი, როცა ადამიანმა არ იცოდა, ინკუპაციურ პერიოდში იყო თურმე, ეს მერე გაირკვა და აიცრა, იმიტომ, რომ უსიმპტომო იყო. შემდგომ ოჯახური კონტაქტების შედეგად დაუდასტურდათ მსუბუქად მიმდინარე კოვიდი. ამ კატეგორიის მოქალაქეების მეორე აცრის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ. პრინციპში, მათ 8-12 კვირის შემდეგ აცრას არაფერი შეუშლის ხელს. ბევრი ქვეყანა ცრის კოვიდის გადატანიდან 1 თვის შემდეგ, ზოგი 60 დღის, 90 დღის შემდეგ. ჩვენთან ეს დრო 120 დღე ჩაითვალა. რადგან ეს შემთხვევები არის ახალი, არ გვიმსჯელია, უნდა ვიმსჯელოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →