—

იოსელიანი: "დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი შეიძლება უფრო მკაცრი იყოს"

122
იოსელიანი: "დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი შეიძლება უფრო მკაცრი იყოს"
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი შესაძლოა, ბევრად უფრო მკაცრი და ხისტიც იყოს…

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი შესაძლოა, ბევრად უფრო მკაცრი და ხისტიც იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მგონია, რომ ამჯერად კრისტიან დანიელსონს ბევრად უფრო განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და მისი მედიატორობა შეიძლება უფრო მკაცრიც და ხისტიც იყოს.

ველოდები უფრო შედეგიან და ქმედით მედიაციას და მგონია, რომ ეს შედეგს გამოიღებს. პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, არ ჩამოვიდოდა, რადგან ჩამოდის, ნიშნავს, რომ ხედავს პერსპექტივას, პოზიციები დაახლოვოს და საბოლოოდ განმუხტოს სიტუაცია“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →