—

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

64
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მოსასმენად დააჭირეთ

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი რამდენიმე დღის წინ, საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცავის, გიორგი ბერაიას მოქმედებას აპროტესტებენ, რომელმაც მათი თქმით, აქციის მონაწილეს საქართველოს დროშა ჩამოართვა და მიწაზე დააგდო.

აქტივისტებმა სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებაში განცხადება შეიტანეს. მათი განცხადებით, გიორგი ბერაიამ მის მიერ დაკავებული ათმეთაურის პოსტი უნდა დატოვოს. მათ ადგილზე პოლიციელის მოქმედების ამსახველი ფოტოები ჰქონდათ მოტანილი.

„საწვავთან დაკავშირებით მძღოლებს ჰქონდათ აქცია აეროპორტის გზაზე, ამ მანქანებს ჰქონდათ საქართველოს დროშები, ერთ-ერთმა პოლიციელმა ეს დროშა მოხსნა და უდიერად გადააგდო გვერდით. ჩვენი სიმბოლიკა შებღალა, რაც არის დანაშაული, სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლია და ითვალისწინებს 2 წლამდე პასუხისგებას.

ჩვენ შეგვაქვს შესაბამისი განცხადება შსს-ში ამ პიროვნების პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყონებლივ იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან და დაიწყოს გამოძიება შესაბამისი მუხლით. ის რაც ამ ადამიანმა განახორციელა იყო დამამცირებელი ქმედება მთლიანად სახელმწიფოსთვის და მისი კოლეგებისათვის”, - აღნიშნა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზვიად კუპრავამ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →