—

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია

25
ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად გვგონია, რომ ეს მონაპოვარი არ იყო დიდი შრომის ფასად და დაგვავიწყდა ის გამოვლილი პერიოდი, რომელიც…

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად გვგონია, რომ ეს მონაპოვარი არ იყო დიდი შრომის ფასად და დაგვავიწყდა ის გამოვლილი პერიოდი, რომელიც გვქონდა ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იმ კომპრომისების საფუძვლად, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გადაიდგა, იმის საფუძვლად, რომ ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ პირბადეს და სოციალური დისტანცია აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებაში, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი რისკი იმის, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დღეს გაიგოს ამის შესახებ და ასევე გაიაზრონ მსოფლიოს გამოცდილება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დადებითად მიმდინარეობს და შესაბამისად იქ მოქალაქეები მთავრობასთან აქტიურად არიან ჩართულები ამ სირთულეების გადალახვაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →