—

ამირან გამყრელიძე - ინფიცირების რიცხვი ოდნავ იმატებს

23
ამირან გამყრელიძე - ინფიცირების რიცხვი ოდნავ იმატებს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი, რის გამოც „ძალიან…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი, რის გამოც „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”.

ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებში აცრილთა დღიური რაოდენობა თანდათან იზრდება და იმედოვნებს, რომ საქართველოშიც ასე იქნება. მისი თქმით, ქვეყანას საშუალება ექნება, რომ აპრილში 120-150 ათასი ადამიანი აიცრას.

„დეკემბერში, როდესაც დაიწყო ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია, ასეთი პროცესი იყო ყველგან - დღიურად რამდენიმე ათასის ფარგლებში. დღეს დღიურ აცრილთა რაოდენობა დაახლოებით 10 მლნ-ია და ეს თანდათან იზრდება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საქართველოშიც. იმიტომ, რომ აცრის სიკეთე ბევრად აჭარბებს რისკს, რაც შეიძლება აცრასთან მიმართებით დადგეს.

ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა რისკი - ყოველდღიური შემთხვევათა რიცხვი ოდნავ იმატებს. ეს არ არის ნახტომისებური მატება, მაგრამ იმატებს დადებითობის და ასევე ე.წ. გადადების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემსუბუქების შედეგი. მაგრამ სერიოზული ზრდა არ არის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები”,- განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →