—

ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს​ და ქვეყანაში ეპიდემია დასრულდეს

27
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს​ და ქვეყანაში ეპიდემია დასრულდეს
მოსასმენად დააჭირეთ

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ის, რამაც უნდა დაამთავროს კოვიდეპიდემია ქვეყანაში. მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც ქვეყანაში მოხდა გასულ კვირას, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი…

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ის, რამაც უნდა დაამთავროს კოვიდეპიდემია ქვეყანაში. მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც ქვეყანაში მოხდა გასულ კვირას, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გამყრელიძე მადლობას უხდის იმ მედიკოსებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ.

„თვითონ მეგიმ მოუწოდა აცრის შემდგომ მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. ამიტომ, ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, რომელიც ამ მძიმე გართულების შემდეგ გუშინ და გუშინწინ მივიდნენ და მოიხადეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და აიცრნენ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს, მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რაც განვითარდა მთლიანად ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო მეგის ოჯახს, მთლიანად სამედიცინო თემს და ქვეყანას. ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ყოველდღიური გარდაცვალებები „კოვიდით“, ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ეპიდემია ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →