—

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ხვდება

8
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ხვდება
მოსასმენად დააჭირეთ

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ხვდება.

შეხვედრას ესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი განახლების, სიყვარულის დღე არის. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, თქვენთან ურთიერთობა. პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მე მახოვს, როცა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ვიყავი პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში. ჩვენ ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს პანდემიის გამო სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →