—

ილჰამ ალიევი: "ჩვენ შევძელით მსოფლიო საზოგადოებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სიმართლის გადმოცემა"

34
ილჰამ ალიევი: "ჩვენ შევძელით მსოფლიო საზოგადოებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სიმართლის გადმოცემა"
მოსასმენად დააჭირეთ

”ჩვენ საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ჭეშმარიტების გადმოცემა მოგვიწია და ეს შევძელით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში და შევძელით მნიშვნელოვანი…

”ჩვენ საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ჭეშმარიტების გადმოცემა მოგვიწია და ეს შევძელით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში და შევძელით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და ასახავს ჭეშმარიტებას, ასახავს საერთაშორისო სამართალს და მასზე დაფუძნებულია. ”

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯიდირის დაბლობზე აზერბაიჯანის ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ეს იყო ჩვენი გამარჯვების სამართლებრივი საფუძველი, სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ უნდა შეგვეგროვებინა ეკონომიკური ძალა და ეს შევძელით. ბოლო წლების განმავლობაში, ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი განვითარება, როგორც აზერბაიჯანისაა. ჩვენ სამხედრო ძალების შეგროვება მოგვიწია და ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო ხარჯები ყოველთვის წინა პლანზე დგებოდა და მე ეს ვთქვი, ჩვენ განვაცხადეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო ხარჯების გაზრდა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ღიად განვაცხადე მთელ მსოფლიოს და ვუთხარი, რომ თუ მტერი ნებაყოფლობით არ დატოვებდა ჩვენს მიწებს, ჩვენ მტერს გავაძევებთ და ეს ასემოხდა”- თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →