—

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

16
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, აქციები გაიმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე.

„ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა შანსზე, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, იმოქმედებდა საკუთარი კომპეტენციისა და სინდისის ფარგლებში, იმოქმედებდა ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პოლიტიკურ დევნაზე, ამ ნაბიჯით გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც პირდაპირ მიჰყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ხაზს და ზურგი შეაქცია ევროპის მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს.

ჩვენ, მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მიერ დათვლილი შედეგების მიხედვითაც კი, საქართველოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ჩვენს უკან არის საქართველოს ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში. ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და რომლის მიხედვითაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით.

დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თუმცა, ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს. ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →