—

ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთმა კლინიკამ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალთან დააფიქსირა

46
ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთმა კლინიკამ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალთან დააფიქსირა
მოსასმენად დააჭირეთ

გვერდითი მოვლენების კომიტეტში ერთ-ერთი კლინიკიდან შემოსულია ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალთან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებას საჭიროებს. ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს, - ამის…

გვერდითი მოვლენების კომიტეტში ერთ-ერთი კლინიკიდან შემოსულია ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალთან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებას საჭიროებს. ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გავცემ, მაგრამ ვადასტურებ, რომ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი. ასეთი ინფორმაცია შესულია გვერდითი მოვლენების კომიტეტში. კლინიკამ დაწერა ასეთი დიაგნოზი, თუმცა საბოლოო სიტყვა, ნამდვილად იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოვლენების კომიტეტს ეთქმის. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებას საჭიროებს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა კარგად არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →