—

გადაწყვეტილება მიღებულია - თამარ გაბუნია ვაქცინაციის გაგრძელებაზე

77
გადაწყვეტილება მიღებულია - თამარ გაბუნია ვაქცინაციის გაგრძელებაზე
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ექთნის გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ვაქცინაციის პროცესით მიღებული სარგებელი პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია.

თამარ გაბუნიას თქმით, გუშინ ვაქცინაციის ექსპერტებისა და გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ.

"სამძიმარი მინდა გამოვხატო, გარდაცვლილი კოლეგის ოჯახისა და ჩვენი ყველა კოლეგის წინაშე, რაც გამოვცადეთ უდიდესი ტრაგედიაა და ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო, რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის სწორედ იმ რთულ პროცესში როდესაც ქალბატონი მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში მოგვიწოდა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ, თუმცა, სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა ისიც გვესმის, რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ზოგადად ვაქცინაციის პროგრამის. ამდენად, გუშინ ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ, ასევე, გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავ უჭერს მხარს ვაქცინაციის გაგრძელებას "ასტრაზენეკას" ვაქცინით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →