—

ეკატერინე ტიკარაძე: რაც ახალციხეში მოხდა, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია შეჩერდეს

93
ეკატერინე ტიკარაძე: რაც ახალციხეში მოხდა, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია შეჩერდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ, ქვეყანაში ვაქცინაცია შეჩერდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში, კოვიდზე აცრილი ექთნის მძიმე გვერდითი რეაქციის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას ან კონკრეტულად „ასტრაზენეკას“, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში.

„ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს 60-დან 80-ამდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი არ ხდება. ასევე გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როდესაც მსოფლიოში 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე 41 შემთხვევა დაფიქსირდა და ამ შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →