—

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა

36
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა
მოსასმენად დააჭირეთ

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დიდი აქტივობა არ არის, მაგრამ თანდათან „იქოქება“ მდგომარეობა. ვფიქრობთ, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული…

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დიდი აქტივობა არ არის, მაგრამ თანდათან „იქოქება“ მდგომარეობა. ვფიქრობთ, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. ამ თავლსაზრისით, როგორც გამყრელიძე ამბობს, მოლაპარაკება დასრულდა ჩინურ ვაქცინა „სინოფარმთან“ დაკავშირებით.

„იგეგმება სხვადასხვა ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა. საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულწილად დასრულებაზე, ხოლო დასრულდა მოლაპარაკება „სინოფარმზე“, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებაში. ჩინეთის მოსახლეობა ამ ვაქცინით არის აცრილი. მოგეხენებათ, „სინოფარმს“ და სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნებათ. „სინოფარმს“ აქვს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიდურდანა ხუდიევა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →