—

თენგიზ ცერცვაძე: დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს

75
თენგიზ ცერცვაძე: დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს
მოსასმენად დააჭირეთ

რამდენიმე დღეა საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე აიცრა 3,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ძალიან ცოტაა, 3,000 ადამიანი ჩვენ 1 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს, - ამის შესახებ…

რამდენიმე დღეა საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და უკვე აიცრა 3,000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ძალიან ცოტაა, 3,000 ადამიანი ჩვენ 1 დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე 60-65% ვაქცინირებული გვყავდეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინა არის უსაფრთხო და ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, არაფერს ნიშნავს, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი.

„დღეისთვის სულ დარეგისტრირებულია 5,000 ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ, მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ, რადგან გაკეთდა სპეციალური დასკვნები გაეროს სპეციალური ექსპერტების კომისიის, ევროპის წამლის სააგენტოს და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს სიკვდილის კავშირი ვაქცინასთან. დღეს გაკეთდება ჯანმო-ს საბოლოო განცხადება, რომელსაც მერე წყალი არ გაუვა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →