—

ფაიგ გულიევი: "ადგილობრივი აზერბაიჯანელები დიდ ინტერესს გამოხატავენ ქართული ენის მიმართ"

56
ფაიგ გულიევი: "ადგილობრივი აზერბაიჯანელები დიდ ინტერესს გამოხატავენ ქართული ენის მიმართ"
მოსასმენად დააჭირეთ

”სასიხარულოა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას,” - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (GMEA) წევრმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ…

”სასიხარულოა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას,” - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (GMEA) წევრმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იზრდება აზერბაიჯანელთა რიცხვი, რომელთაც ქართულად კომუნიკაცია თავისუფლად შეუძლიათ.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელები, ქართული ენის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ.

"ჩვენს თანამემამულეებს ესმით, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია შეუძლებელია სახელმწიფო ენის, ქართული ენის ცოდნის გარეშე. საქართველოს აზერბაიჯანელები მიზნად ისახავს ინტეგრაციას და ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოება მიესალმება ამას,” - აღნიშნა ფაიგ გულიევმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →