—

ჟოზეფ ბორელი - მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრი მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც

50
ჟოზეფ ბორელი - მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრი მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული…

ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი მხარეებისთვის კონკრეტულ შეთავაზებას გააჟღერებს.

„ევროკავშირი დიდი ხანია, ჩართულია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ფასილიტაციაში და ახლახანს, მარტის დასაწყისში თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავედით. დღეს შეხვედრაზე შევაჯამეთ ამ მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი მიშელი და მისი პერსონალური წარმომადგენელი დანიელსონი, რომელიც განაგრძობს თბილისში ვიზიტს. სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სიტუაცია ყველა მხარისგან მოითხოვს ურთიერთმისაღებ შედეგს“, – განაცხადა ბორელმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →